31 Μαΐου, 2020

“ჟურნალისტებმა ბევრი შეცდომა დაუშვით ჩემთან” – მეუფე ანტონი მედიასთან ურთიერთობას წყვეტს

Διαδώστε:

მედიასთან ურთიერთობას აღარ ვაპირებ, რადგან ჟურნალისტებმა ბევრი შეცდომა დაუშვით ჩემთან – სკანდალური ქადაგების შემდეგ მეუფე ანტონი მედიასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხი” იუწყება.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, ამიტომ მას შეუძლია ქადაგებისას საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატოს.

“არის თუ არა სიტყვის თავისუფლება, არის თუ არა დემოკრატია? რა გამოაბით ეს კუდები? მომისმინეთ, მე რასაც ვნანობ და რასაც არა, მე თქვენი აღმსარებელი არ ვარ, გაიგე? რა მაქვს სანანებელი, მე ვთქვი, რომ შეძრწუნებული ვარ თქვენი მოქმედებებით” – ამბობს მეუფე.

მისი თქმით, მედიასთან ურთიერთობას აღარ აპირებს და ტელეკომპანიის წარმომადგენელს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

მეუფე ანტონი გასულ კვირას ამბიონიდან მრევლს საგარეო კურსის გადახედვაზე ესაუბრა.

 

dogma.ge

Διαδώστε: