29 Απριλίου, 2019

რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

Διαδώστε:

რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს ყველა ქართველი მართლმადიდებელი დღესასწაულთა დღესასწაულის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. აღდგომა ქრისტიანთათვის უდიდესი დღეა – მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულით და სინათლით ამარცხებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, უფლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს, ქრისტე აღდგა!“ – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მილოცვაში.

IPN

Διαδώστε: