14/06/2019 14/06/2019 13-14 ივნისს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში OSCE-ს (ეუთო) ორგანიზებით სემინარი „ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია: საზოგადოებრივი მიდგომა“ იმართება, რომელშიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი უკლებამ და სააგენტოს ანალიტიკოსმა, ზვიად ტყაბლაძემ მიიღეს მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, სემინარის ძირითადი თემებია: ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის განსაზღვრა, მის...
14 Ιουνίου, 2019 - 12:42

რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა სემინარში „ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია: საზოგადოებრივი მიდგომა“

Διαδώστε:
რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა სემინარში „ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია: საზოგადოებრივი მიდგომა“

13-14 ივნისს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში OSCE-ს (ეუთო) ორგანიზებით სემინარი „ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია: საზოგადოებრივი მიდგომა“ იმართება, რომელშიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი უკლებამ და სააგენტოს ანალიტიკოსმა, ზვიად ტყაბლაძემ მიიღეს მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, სემინარის ძირითადი თემებია: ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის განსაზღვრა, მის წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკა და მექანიზმები – საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილებები, ასევე ცნობიერების ამაღლება გენდერის საკითხებში.

მათივე ინფორმაციით, სემინარში მონაწილეობდნენ: ეუთო-ს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის ოფიცერი, მოდერატორი, კამილა ბონოე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელი, იოჰანეს ჰაილერი, ნიდერლანდების ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და აღკვეთის კოორდინაციის პროექტის ხელმძღვანელი, ჯორდი დე სხეფერი და ესპანეთის ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის დაზვერვის ცენტრის სექციის ხელმძღვანელი, ტომას სანტამარია აგუდო.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων