21 Σεπτεμβρίου, 2020

რელიგიის საკითხთა სააგენტო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს

Διαδώστε:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. უდიდეს ქრისტიანულ ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ ღვთისმშობელი მფარველობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს“,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.


ipn.ge

Διαδώστε: