რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს
![რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2018/12/religia-1024x565.jpg)
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს, – ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მისალოც წერილშია აღნიშნული.
„დღეს, 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ინტრონიზაციის დღეა, რელიგიური ლიდერის, რემელიც უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას. სწორედ ამიტომ, პატრიარქი განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობს არა მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.