06/05/2019 06/05/2019 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდი წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის აღსრულების დღეს აღნიშნავს. „ქართველთათვის გამორჩეული წმინდანი – დიდმოწამე გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება. საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. მრავალი ლეგენდაა იმის შესახებ, თუ როგორ შეეწეოდა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან...
06 Μαΐου, 2019 - 13:15

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

Διαδώστε:
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდი წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

„ქართველთათვის გამორჩეული წმინდანი – დიდმოწამე გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება. საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. მრავალი ლეგენდაა იმის შესახებ, თუ როგორ შეეწეოდა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ომში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს, მისი მადლი და ძალა შეგწეოდეთ თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებეულ ინფორმაციაში.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων