16 Ιουνίου, 2019

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს

Διαδώστε:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს,სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მორწმუნეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

დღეს საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება. მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო.

IPN

Διαδώστε: