27 Σεπτεμβρίου, 2019

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს ჯვართამაღლების დღესასწაულს ულოცავს

Διαδώστε:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს ჯვართამაღლების დღესასწაულს ულოცავს.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.

„ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედა წმინდა ელენე დედოფალი დაინტერესდა, თუ სად იყო მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. 355 წელს იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, ხალხის დიდი ინტერესის გამო პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი.

იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ დღეს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

Διαδώστε: