24 Ιουλίου, 2019

რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისია

Διαδώστε:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მესამე სხდომა, რომელზეც განიხილეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის და იეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკითხები.

კომისიაზე განხილული 37 საკითხიდან 23 დაკმაყოფილდა. ხარვეზი დადგინდა 3 საკითხზე, 10 საკითხზე კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, 1 მოთხოვნა კი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

religion.geo.gov.ge

Διαδώστε: