01/03/2020 01/03/2020 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 2020 წელს აღდგომის მარხვა 2 მარტს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება.   დიდმარხვა ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრია. ის აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება; ამით მართლმადიდებელი მრევლი ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულოდ ემზადება. მარხვა ადრექრისტიანულ ეპოქაში შემოიღეს. თავიდან მორწმუნეები 24-დან 40...
01 Μαρτίου, 2020 - 11:56
Τελευταία ενημέρωση: 01/03/2020 - 11:57

როდის დაიწყება დიდმარხვა 2020 წელს

Διαδώστε:
როდის დაიწყება დიდმარხვა 2020 წელს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 2020 წელს აღდგომის მარხვა 2 მარტს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება.

 

დიდმარხვა ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრია. ის აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება; ამით მართლმადიდებელი მრევლი ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულოდ ემზადება.

მარხვა ადრექრისტიანულ ეპოქაში შემოიღეს. თავიდან მორწმუნეები 24-დან 40 საათამდე შიმშილობდნენ, უკვე მეხუთე საუკუნეში კი ეს პერიოდი 40-დღიანი გახდა და ქრისტიანებს გარკვეული საკვების მიღება აეკრძალათ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის მარხვა და, განსაკუთრებით, დიდმარხვა მნიშვნელოვანი პერიოდია.

დიდმარხვის დროს მორწმუნეები არ იღებენ ხორცსა და რძის ნაწარმს. თევზით ხსნილი კი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. მარხვის პირველ და ბოლო კვირას მორწმუნეები სურვილის, შესაძლებლობისა და მოძღვრის კურთხევის მიხედვით ინახავენ მძიმე მარხვას.

მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ აღევლინება. სრულდება მხოლოდ საეკლესიო წესის მიერ დადგენილი სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთხება ხორბალი.

წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს აღნიშნავს, შესაბამისად, დიდმარხვაც მისი დადგომისთანავე დასრულდება.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

— sputnik-georgia.com

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων