29 Φεβρουαρίου, 2020

რუმინეთის პატრიარქის გზავნილი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა

Διαδώστε:

საპატრიარქოს უწყებანი “ფეიბსუქის” გვერდზე მღვდელ გიორგი ბერაძის პოსტს აქვეყნებს, რომელშც სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ რუმინეთის პატრიარქის უნეტარეს დანიელის კომუნიკე არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა, თითქოს, პატრიარქი მრევლს ეკლესიაში წაუსვლელობის, ხატებზე მთხვევის თავშეკავებისა და საკუთარი კოვზით ზიარებისკენ მოუწოდებს:

“ვრცელდება რუმინეთის პატრიარქის კომუნიკეს (გზავნილი) არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს უნეტარესი დანიელი მოუწოდებს ეკლესიაში არწასვლისკენ, ხატებზე მთხვევაზე თავშეკავებისკენ და ზიარებისას მხოლოდ საკუთარი კოვზით სარგებლობისკენ, ეს დეზინფორმაცია აიტაცა მოსახლეობამ და გარკვეულწილად დაბრკოლდა კიდეც.

აღნიშნულ გზავნილში ნათლად ჩანს პატრიარქის სულისკვეთება: ეს კომუნიკე განკუთვნილია შიშით შეპყრობილ, რწმენაში სუსტ ადამიანებზე (რასაც ადასტურებს შემდეგი სიტყვები:)

“For this reason, the communiqué addressed especially those who are too afraid of illness when they kiss the holy icons or when they take Communion from the same Holy Eucharistic Chalice, as the priest uses a collective spoon.”………
This attention given especially to those “whose faith is weak”

როგორც ვხედავთ, აქ არანაირი გაფრთხილება და ეკლესიაში წასვლისკენ ან ხატებთან მიახლებისგან თავშეკავებისკენ მოწოდება არაა, არამედ თუკი ვინმეს ზედმეტი შიში ეუფლება, ეკლესია მას გვერდში დაუდგება, მიიღებს მის ამ სისუსტეს და ეცდება გულში ჩაიკრას.

ამ ყოველივეს კიდევ ერთხელ განმარტავს და ადასტურებს კომუნიკეს ბოლო ნაწილი, სადაც ხაზგასმულია, რომ “წმინდა ევქარისტია (ზიარება) ვერასდროს გახდება ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი, არამედ იგი წყაროა ახალი სიცოცხლისა ქრისტეში” (the Holy Eucharist is not and can never be a source of sickness and death, but a source of new life in Christ)
“და ცალკე იზოლირებულად ზიარება არის გამონაკლისი და დროებითი ზომა (იკონომია) შეშინებულთა და სუსტთათვის.” (that an exceptional and temporary measure (economy) in favour of those more frightened and weaker in faith

ასევე “მღვდელმსახურები აუხსნიან მორწმუნეებს, რომ საზოგადო ზიარება არასდროს ყოფილა ვინმესთვის საშიში” (priests will explain to all believers that this way of partaking of the Eucharist has never been for anyone a danger) “და ვერც იქნება” (and will not be to them either.)

ბოლოში კიდევ ერთხელაა ხაზგასმა ხატებთან მიახლებაზე, რომ “მორწმუნეები, ვისაც აქვთ ძლიერი და ცოცხალი რწმენა, რომ ისინი არ გახდებიან ავად, არამედ შეურთდებიან ლოცვას და მიიღებენ კიდეც კურთხევას მათგან, ვინცაა გამოსახული წმინდა ხატებზე. the believers who have a strong and living faith are not afraid that they will become ill, but they enjoy the prayer and the blessing of the saints depicted in the icons.)

სწორედ ეს მოტივაცია გააჩნდა რუმინეთის პატრიარქს, უნეტარეს დანიელს, მრევლის მისამართით გაკეთებულ განცხადებაში. ცალკე სამსჯელო საგანია, რამდენადაა შესაძლებელი და დაშვებული ცალკე კოვზის გამოყენება ასეთ დროს, თუმცა ეს შიდა საეკლესიო საკითხია, ამ სტატუსის დაწერის მიზანი კი ის იყო, რომ უარმეყო ის ტყუილი, თითქოს რუმინეთის პირველიერარქმა მოუწოდა მრევლს, არ ეზიაროთ, არ ემთხვიოთ ხატებს და საერთოდაც არ იაროთ ტაძარშიო” – წერს სასულიერო პირი.

 

dogma.ge

Διαδώστε: