რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების იერარქებმა რუბლიოვის მუზეუმის პირველი დირექტორის, დ.ი. არსენიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულეს
2024 წლის 14 ნოემბერს, XII სამეცნიერო საკითხავების – „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“ – დაწყებამდე მოსკოვის სპასო-ანდრონიკოვის მონასტრის სპასკის ტაძარში ანდრია რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალური მუზეუმის პირველი დირექტორის, დავით ილიას ძე არსენიშვილის (1905–1963) მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით მოსახსენიებელი მსახურება აღასრულეს მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს თავმჯდომარემ, ნარო-ფომინსკის მიტროპოლიტმა ნიკანდრემ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
პანაშვიდზე მღვდელთმთავრებს თანამსახურებდნენ ანდრონიკოვის მონასტრის ტაძრების საპატრიარქო მეტოქიონის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დიონისე (კოლესნიკი); მოსკოვის წმინდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის სახ. ქართული ტაძრის სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე კრეჩეტოვი; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომელი, მღვდელი თეოდორე შულგა და მოსკოვის სამღვდელოების წარმომადგენლები.
ტაძარში ლოცულობდნენ ანდრია რუბლიოვის სახ. ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები, მოსკოვის მართლმადიდებელი მცხოვრებლები.
ლოცვები და გალობები ისმოდა საეკლესიო-სლავურ და ქართულ ენებზე.
„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ გამოჩენილი ადამიანის – დავით ილიას ძე არსენიშვილის ხსოვნას. ჩვენ გვჯერა, რომ თავისი მოღვაწეობრივი ცხოვრებით ის უფალთან საუკეთესო ხვედრის ღირს-იქმნა. ჩვენ კი ახლა მადლობელი ვართ მისი იმისთვის, რომ მან შეძლო, დაეცვა ეს წმინდა ადგილი. ის აქ ცხოვრობდა, სპასკის ტაძარში, და იბრძოდა ტაძრის შესანარჩუნებლად. ჩვენი მადლიერება დავით ილიას ძის მიმართ დღეს იმით გამოიხატება, რომ ვიხსენებთ და ვლოცულობთ მისთვის“, – აღნიშნა, კერძოდ, მიტროპოლიტმა ნიკანდრემ პანაშვიდის დასრულების შემდეგ თავის სიტყვაში.
იერარქმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს მისალმება და კურთხევა გადასცა ყველას, ვინც ილოცა მოსახსენიებელ მსახურებაზე, ასევე, ამ დღეს გახსნილი სამეცნიერო საკითხავების მონაწილეებს.
თავის მხრივ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარსის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სიხარულით აღნიშნა, რომ მისი პაპის ძმის დაწყებული საქმე დღესაც გრძელდება.
არსენიშვილის ყოველწლიური მოხსენიება ამ ტაძარში მან ეპოქებისა და თაობების, ქვეყნებისა და ხალხების დამაკავშირებელ ხიდს შეადარა.
ამავე დღეს. ანდრია რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში გაიხსნა დ.ი. არსენიშვილისადმი მიძღვნილი XII ყოველწლიური სამეცნიერო საკითხავები: „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარსის მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.