13/12/2024 13/12/2024 მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რია ნოვოსტისთან კომენტარი გააკეთა: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით ადევნებს თვალს სირიაში განვითარებულ მოვლენებს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს თავის თანამოძმე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანესთვის, ანტიოქიის ეკლესიის ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნებისთვის, მონოზვნებისა და ერისკაცებისთვის,...
13 Δεκεμβρίου, 2024 - 16:44

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

Διαδώστε:
რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რია ნოვოსტისთან კომენტარი გააკეთა:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით ადევნებს თვალს სირიაში განვითარებულ მოვლენებს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს თავის თანამოძმე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანესთვის, ანტიოქიის ეკლესიის ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნებისთვის, მონოზვნებისა და ერისკაცებისთვის, მათი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, სიმშვიდისთვის სირიის კურთხეულ მიწაზე, სადაც მრავალ წმინდანს უმოღვაწია. ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტს ვინარჩუნებთ ანტიოქიის ეკლესიასთან, მათ შორის, ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენელთან მოსკოვში, ფილიპოპოლის მიტროპოლიტ ნიფონთან და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლთან დამასკოში, არქიმანდრიტ ფილიპესთან. არსებული კავშირებით ჩვენ ვიღებთ ცნობებს პირველწყაროებიდან.

ვიმედოვნებთ, რომ ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანის ძალისხმევით ღვთის შემწეობა შესაძლებელს გახდის ქრისტიანული მემკვიდრეობისა და თავად ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანული მოსახლეობის შენარჩუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა გამოუსწორებელი დანაკარგის წინაშე აღმოჩნდება.

ანტიოქიის ეკლესიას ყოველთვის ეკავა და ახლაც იკავებს პატრიოტულ პოზიციას, იზიარებს თავისი ხალხის სიხარულს, მწუხარებასა თუ დანაკარგს. პატრიარქ იოანე X-ს არაერთხელ უთქვამს: ჩვენ, ქრისტიანები, არ ვართ უცხოები სირიის მიწაზე, ჩვენ მისი მკვიდრი მოსახლეობა ვართ, მისი ხალხის მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილი. გარდა ამისა, ანტიოქიის საპატრიარქოს წინამძღვარი ცნობილია თავისი ღრმა ჩართულობით რელიგიათაშორის დიალოგში, სამშვიდობო და სოციალურ მსახურებაში. ვფიქრობ, რომ ყველა ეს თვისება უაღრესად მოთხოვნადია სირიის განვითარების ამჟამინდელ გარდამტეხ ეტაპზე.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων