29 Δεκεμβρίου, 2020

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის 2020 წლის უკანასკნელი სხდომა დისტანციურად გაიმართა

Διαδώστε:

2020 წლის 29 დეკემბერს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2020 წლის უკანასკნელი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე.

რუსეთის ეკლესიის მეთაური წმიდა სინოდის სხდომას ხელმძღვანელობდა პერედელკინოს საპატრიარქო რეზიდენციის ისტორიული დარბაზიდან.

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინებები ოცდაერთი ჟურნალის სახით გამოქვეყნდა.

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: უკრაინაში რუსეთის ეკლესიის პირველიერარქი, მიტროპოლიტი ონოფრე; კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტი იუბენალი; კიშინიოვისა და სრულიად მოლდავეთის მიტროპოლიტი ვლადიმერი; ყაზახეთის სამიტროპოლიტო ოკრუგის მეთაური, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე; შუა აზიის სამიტროპოლიტო ოკრუგის მეთაური, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე.

ზამთრის სესიებისათვის (2020 წლის სექტემბრიდან – 2021 წლის თებერვლამდე) წმიდა სინოდის დროებითი წევრები არიან: სამხრეთ სახალინისა და კურილიის მიტროპოლიტი აქსია; ბოროვიჩისა და პესტოვის ეპისკოპოსი ეფრემი; ბუზულისა და სოროჩინის ეპისკოპოსი ალექსი; შახტინისა და მილეროვის ეპისკოპოსი სვიმეონი; როსლავისა და დესნოგორის ეპისკოპოსი მელეტი.

 

wenews.ge

Διαδώστε: