08 Δεκεμβρίου, 2020

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა [ფოტო]

Διαδώστε:

2020 წლის 8 დეკემბერს დისტანციურ (ონლაინ)რეჟიმში გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე.

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: უკრაინაში რუსეთის ეკლესიის პირველიერარქი, მიტროპოლიტი ონოფრე; კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტი იუბენალი; კიშინიოვისა და სრულიად მოლდავეთის მიტროპოლიტი ვლადიმერი; ყაზახეთის სამიტროპოლიტო ოკრუგის მეთაური, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე; შუა აზიის სამიტროპოლიტო ოკრუგის მეთაური, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე.

ზამთრის სესიებისათვის (2020 წლის სექტემბრიდან – 2021 წლის თებერვლამდე) წმიდა სინოდის დროებითი წევრები არიან: სამხრეთ სახალინისა და კურილიის მიტროპოლიტი აქსია; ბოროვიჩისა და პესტოვის ეპისკოპოსი ეფრემი; ბუზულისა და სოროჩინის ეპისკოპოსი ალექსი; შახტინისა და მილეროვის ეპისკოპოსი სვიმეონი; როსლავისა და დესნოგორის ეპისკოპოსი მელეტი.

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის 2020 წლის 8 დეკემბრის დისტანციურ სხდომას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე თავმჯდომარეობდა პერედელკინოს საპატრიარქო რეზიდენციის ისტორიული დარბაზიდან.

წმიდა სინოდის სხდომის დასაწყისში რუსეთის ეკლესიის მეთაურმა წმიდა სინოდის წევრებს მიმართა შესავალი სიტყვით, რომლის შემდეგ წმიდა სინოდმა ერთად იგალობა “საუკუნო ხსენება” კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაცვლილი რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრების, მღვდელმსახურებისა და მონაზონთათვის.

წმიდა სინოდმა იმსჯელა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხის ირგვლივ, რომელთა შესახებ განჩინებები ჩამოაყალიბა ათ ჟურნალად.

წმიდა სინოდის სხდომის შემდეგ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ პერედელკინოს საპატრიარქო რეზიდენციის საშინაო ტაძარში აღასრულა რუსეთის ეკლესიის კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაცვლილი მღვდელმთავრებისათვის განსასვენებელი ლიტია.


wenews.ge

Διαδώστε: