21/11/2020 21/11/2020 მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქრიზოსტომოსს, მიტროპოლიტს დაბრო-ბოსნიისა, სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფე! საყვარელო ძმა-მღვდელმთავარნო! ღრმა მწუხარების განცდით მივიღე შეტყობინება ჩემი ძმისა და თანამსახურის, უწმიდესი პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტისა და სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალების შესახებ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, მონაზონთა დასის, მრევლისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ სერბეთის მართლმადიდებელ...
21 Νοεμβρίου, 2020 - 20:47
Τελευταία ενημέρωση: 21/11/2020 - 20:50

რუსეთის პატრიარქის სამძიმარი სერბეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

Διαδώστε:
რუსეთის პატრიარქის სამძიმარი სერბეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქრიზოსტომოსს, მიტროპოლიტს დაბრო-ბოსნიისა, სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფე!

საყვარელო ძმა-მღვდელმთავარნო!

ღრმა მწუხარების განცდით მივიღე შეტყობინება ჩემი ძმისა და თანამსახურის, უწმიდესი პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტისა და სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალების შესახებ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, მონაზონთა დასის, მრევლისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას სამწუხარო დანაკარგის გამო.

ღმერთმა წმიდა საბას ეკლესიას მისცა ბრძენი პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე სულიერი მზრუნველობის საქმეს მიუძღვნა. ხალხის გულწრფელი ქრისტიანული სიყვარულით აღვსილი განსვენებული პირველიერარქი ძალას არ იშურებდა, ყოველთვის ცდილობდა ახლოს ყოფილიყო სამწყსოსთან, ანუგეშებდა ხალხს ღმერთთან ურთიერთობით, “მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ” (რომ. 12,15). წუთისოფელში მოგზაურობის უკანასკნელ საათებში უწმიდესმა პატრიარქმა ირინეოსმა გაიზიარა იმ ერთგულთა ტანჯვა, რომელთა სიცოცხლის გზა კატასტროფულმა ეპიდემიამ შეწყვიტა.

ახლადშესვენებული მწყემსმთავარი თავისი მაღალი ავტორიტეტითა და ურყევი ერთგულებით წმიდა კანონებისადმი ბევრს აკეთებდა მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობის დაცვისათვის და მხარს უჭერდა ქრისტეს წმიდა ეკლესიის კანონიკურ წესრიგს.

განსვენებული იყო დიდი მეგობარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელსაც იგი არაერთხელ სტუმრობდა ოფიციალური ვიზიტების დროს, არამხოლოდ პირველკათედრალურ ქალაქ მოსკოვში, არამედ წმიდა პეტრეს ქალაქში და ნათლისღების ქალაქ კიევში და ასევე ბელარუსის დედაქალაქ მინსკში. უწმიდესმა პატრიარქმა ირინეოსმა არაერთხელ იერარქიული უშიშრობითა და უშუალობით ისაუბრა უკრაინაში დევნილ კანონიკურ მართლმადიდებლობაზე.

გარდაცვლილის უკანასკნელი, მაგრამ, სამწუხაროდ, შეუსრულებელი სურვილი იყო ჩემთან ერთად ბელგრადში წმიდა საბას სახელობის ტაძრის კურთხევა. ამ ბრწყინვალე ტაძრის შიდა დეკორაციის დასრულება უდავოდ ისტორიაში შევა, როგორც მისი პატრიარქობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა.

უფალმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და სიცოცხლემ (იოანე. 11,25), თავისი ახლადშესვენებული მონის სულს განუსვენოს მართალთა საუფლოში, სადაც არ არის სნეულება, მწუხარება, არა ურვა, არამედ დაუსრულებელი სიცოცხლე.

საუკუნო ხსენება მას!

უფლისმიერი სიყვარულით

+კირილე, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის

20.11.2020

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων