06 Δεκεμβρίου, 2020

რუსეთის პატრიარქმა ალექსანდრე ნეველის ხსენების წინა საღამოს ლოცვა აღასრულა

Διαδώστε:

6 დეკემბერი (ახ.სტ.) წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 5 დეკემბერს, საღამოს მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ლოცვა აღასრულა პერედელკინოს მახლობლად მდებარე სკიტის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში, სადაც პანდემიის გამო, უკანასკნელი თვეების განმავლობაში იმყოფება და სრულიად მარტო, სამღვდელოებისა და მრევლის გარეშე აღასრულებს ღვთისმსახურებას.

საღამოს ლოცვის აღსრულებისას, რომელსაც მხოლოდ პატრიარქის უშუალო მორჩილებაში მყოფი მონაზვნები დაესწრნენ, პატრიარქი კირილე შემოსილი იყო არასრული ლიტურგიკული სამოსით – საბერო ჩოხით (კაბა), ოლარით, სამკლავურებითა და მცირე ომოფორით.

 

wenews.ge

Διαδώστε: