13 Οκτωβρίου, 2019

რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას პასუხობს

Διαδώστε:

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიია საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით გარკვეულ „შედეგებს“ პროგნოზირებს იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლაი ბალაშოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე მიტროპოლიტის წინადადების მიუხედავად, რომ თავი შეეკავებინათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისგან, ელადის ეკლესიის სამღვდელმთავრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის სასარგებლოდ და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ავტოკეფალია შეძლებს გაამყაროს ურთიერთობა უკრაინისა და რუსეთის ეკლესიებს შორის.

„ამ გადაწყვეტილების შედეგებს რუსეთისა და ელადის ეკლესიებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით შეაფასებს მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდი“ – განაცხადა ბალაშოვმა.

მისივე თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ათობით მილიონ წევრს უკრაინაში არავითარი ავტოკეფალია რ უთხოვია.

12 ოქტომბერს ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სცნო, რითაც მხარი დაუჭირა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას.

interpressnews.ge

Διαδώστε: