2021 წლის 1 იანვარს სოფიის წმიდა კვირიკეს სახელობის საკათედრო ტაძარში აღესრულა წმიდა ბასილის დიდის საღმრთო ლიტურგია.
ღვთისმსახურება უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქის ნეოფიტეს ლოცვა-კურთხევით აღავლინა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბელოგრანდის ეპისკოპოსმა პოლიკარპემ.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს მეუფე პოლიკარპემ წაიკითხა სრულიად ბულგარეთის უწმიდესი პატრიარქის ნეოფიტეს საახალწლო გზავნილი მორწმუნე მრევლისადმი.