03 Απριλίου, 2020

საბერძნეთის ეკლესიამ აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნა გადადო

Διαδώστε:

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა, აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ინფორმაციით, ყველა ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშვნასთან, მათ შორის საზეიმო ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდება.

მედიის ინფორმაციითვე, მიუხედავად ელადის ეკლესიის დომინანტი როლისა, რომელიც საბერძნეთის კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე მართლმადიდებელი მღვდელი დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში მთავრობის მიერ გაცხადებული აკრძალვების გვერდის ავლით ჩაეტარებინათ წირვა-ლოცვა და ეკლესიების დახურვის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

საბერძნეთის სინოდი, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ რადგანაც დღესასწაულები მკაცრი კარანტინის ვადებს ემთხვევა, მოსახლეობამ სახლებში ილოცოს.

 

interpressnews.ge

Διαδώστε: