05 Ιανουαρίου, 2021

საბერძნეთის ეკლესიამ საბერძნეთის მთავრობას ქვეყნის უზენაეს სასამართლოში უჩივლა

Διαδώστε:

2021 წლის 4 იანვარს ჩატარდა საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივმოქმედი წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა, რომელმაც განიხილა საბერძნეთის მთავრობის მიერ ქვეყანაში გამოცხადებული ახალი გამკაცრებული ზომები, რომლის თანახმად, მიუხედავად გასულ თვეში მიღწეული შეთანხმებისა, ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრები დაკეტილი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასულ თვეში, საბერძნეთის ეკლესია და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ შობასა და ნათლისღების უდიდეს დღესასწაულებზე ტაძრები ჩვეულებრივ ღია იქნებოდა და მრევლს შეეძლებოდა მსახურებებზე დასწრება. გუშინდელი განცხადებით კი საბერძნეთის ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება და განაცხადა, რომ ნათლისღებას ტაძრები დაიკეტება, რადგან ხელისუფლება მომავალში სკოლების გახსნას გეგმავს და სურთ მაქსიმალურად შეზღუდონ ვირუსის გავრცელება.

2021 წლის 4 იანვარს საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა, რომ ტაძრები ჩვეულებრივ გაიხსნება და მრევლს მსახურებეზე დასწრება შეეძლება.

საბერძნეთის მთავრობამ კი საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ ეკლესია ვალდებული იყო ხელისუფლების მიერ მიღებულ ახა გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა. ამის პასუხად კი საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში საბერძნეთის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ხელისუფლების გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

დაველოდოთ მოვლენებს, რა განაჩენს გამოიტანს საბერძნეთის უზენაესი სასამართლო.

 

wenews.ge

Διαδώστε: