13 Ιανουαρίου, 2021

საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა

Διαδώστε:

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივმოქმედი წმიდა სინოდის 2021 წლის 12 იანვრის სხდომა დასრულდა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, განიხილეს უფლის ნათლისღების დღესასწაულისა და მორწმუნეთა მიერ ზომების შესრულების დღე, ჯარიმები, რომლებიც დაწესებულია, აგრეთვე ეკლესიის მიმართვა სახელმწიფო საბჭოზე (უზენაეს სასამართლოზე).

წმიდა სინოდისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ამ ეტაპზე სამოქალაქო ქორწინების დაშვება და რელიგიური ქორწინების შეზღუდვა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს უკვე მეორედ გაიმართა საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა.

 

wenews.ge

Διαδώστε: