21 Νοεμβρίου, 2020

საბერძნეთის ეკლესიის სამძიმარი სერბეთის საპატრიარქოს

Διαδώστε:

საბერძნეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა სერბეთის საპატრიარქოს.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ქრისტესმიერი ძმისა და ჩვენი თანამწირველის პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად კარლოვიჩის მიტროპოლიტისა და სრულიად სერბეთის პატრიარქ ირინეოსის ღვთივ მიცვალება, რომელიც ათეული წელი უძღვებოდა სერბეთის უწმინდეს ეკლესიას.

სერბეთის ქრისტეს უწმინდესი ეკლესიის მწუხარების მთელი სულით მონაწილენი, ვლოცულობთ სიკვდილის ბატონმა და მხსნელმა იესო ქრისტემ დაუმკვიდროს პატრიარქ ირინეოსს ადგილი სანატრელი, სადაცა მართალნი, წმინდათა და ღირსთა თანა განისვენებენ!

წმინდა სინოდს კი ვუსურვებთ გამოირჩეს მის მემკვიდრედ ღირსეული”.

+ იერონიმე ათენელი

 

wenews.ge

Διαδώστε: