09/01/2021 09/01/2021 საბერძნეთის მინისტრთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ეკლესიის წინაშე დადო ფიცი. ტრადიციის თანახმად, ახალი მინისტრთა საბჭოს დამტკიცებას წინ უძღოდა საბერძნეთის ეკლესიის მეთაურისა და წმიდა სინოდის წინაშე ფიცის დადება. ღვთისმსახურება აღავლინა ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ. ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის პრეზიდენტი ეკატერინე საკელაროპულუ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი. ფიცის დადების შემდგომ, უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა მიულოცა მინისტრებს ახალ...
09 Ιανουαρίου, 2021 - 18:33

საბერძნეთის მინისტრთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ეკლესიის წინაშე ფიცი დადო

Διαδώστε:
საბერძნეთის მინისტრთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ეკლესიის წინაშე ფიცი დადო

საბერძნეთის მინისტრთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ეკლესიის წინაშე დადო ფიცი.

ტრადიციის თანახმად, ახალი მინისტრთა საბჭოს დამტკიცებას წინ უძღოდა საბერძნეთის ეკლესიის მეთაურისა და წმიდა სინოდის წინაშე ფიცის დადება. ღვთისმსახურება აღავლინა ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ. ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის პრეზიდენტი ეკატერინე საკელაროპულუ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.

ფიცის დადების შემდგომ, უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა მიულოცა მინისტრებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა და კარგი თანამშრომლობა უსურვა.

ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე ფიცი დადეს შემდეგმა მინისტრებმა და მინისტრების მოადგილეებმა:

1. შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

2. გარემოსა და ენერგეტიკის მინისტრი;

3. შინაგან საქმეთა მინისტრი;

4. სოფლის განვითარებისა და სურსათის მინისტრი;

5. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე;

6. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

7. პრემიერ-მინისტრის მოადგილე;

8. პრემიერ-მინისტრის მეორე მოადგილე;

9. განათლებისა და რელიგიის მინისტრის მოადგილე;

10. განათლებისა და რელიგიის მინისტრის მეორე მოადგილე;

11. შრომისა და სოციალურ საქმეთა მინისტრის მოადგილე;

12. იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, საბერძნეთში მართლმადიდებლობა დომინანტურ რელიგიად არის აღიარებული და ეს ფაქტი ქვეყნის კონსტიტუციაშია შეტანილი, რომელიც იწყება შემდეგნაირად: „სახელითა წმიდა და თანაარსისა და განუყოფელისა სამებისა“. მესამე მუხლი კი საუბრობს უშუალოდ რელიგიის ადგილზე სახელმწიფოში, სადაც ვკითხულობთ: „საბერძნეთში დომინანტური რელიგია არის ქრისტეს აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესია. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც საკუთარ თავად სცნობს ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც განუყოფელ დოგმატურ კავშირშია კონსტანტინეპოლის დიდ ეკლესიასა და ქრისტეს ყველა ერთმორწმუნე ეკლესიასთან, რომელიც უცვლელად იცავს წმიდა მოციქულთა და სინოდურ კანონებსა და წმიდა ტრადიციებს….“ ΦΕΚ 211/14.12.2019/გვ. 5709.

საბერძნეთში დომინანტურ რელიგიას განსაკუთრებული უფლებები გააჩნია, რომლის გამოც ახლადარჩეული პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ყველა მინისტრი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დებენ ფიცს და ამგვარი გზით იღებენ ვალდებულებას საკუთარ თავზე. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი არ არის მართლმადიდებელი, მაშინ მას კონსტიტუციურად ეძლევა უფლება, თავისი რელიგიის შესაბამისად დადოს ფიცი.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων