22/12/2020 22/12/2020 თესალონიკის წმიდა სპირიდონ ტრიმითინტელის (ტრიმიფუნტელი) სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი (პაკალიდისი), ტაძარში წირვაზე მრევლის დასწრების გამო პოლიციამ 1500 ევროთი დააჯარიმა. ასევე დააჯარიმეს წირვაზე დამსწრე მრევლიც. აღნიშნული ფაქტის შესახებ არქიმანდრიტმა ანტონმა ბერძნულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან საკვირაო წირვა დილით ჩაატარა, სადაც ტაძრის გარეთ ხალხი ესწრებოდა, ხოლო წირვის შემდგომ მრევლის გაჭივრებულ წევრებს ურიგებდა საშობაო საჩუქრებსა...
22 Δεκεμβρίου, 2020 - 18:05
Τελευταία ενημέρωση: 22/12/2020 - 18:29

საბერძნეთში არქიმანდრიტი და მრევლი წირვაზე დასწრების გამო დააჯარიმეს

Διαδώστε:
საბერძნეთში არქიმანდრიტი და მრევლი წირვაზე დასწრების გამო დააჯარიმეს

თესალონიკის წმიდა სპირიდონ ტრიმითინტელის (ტრიმიფუნტელი) სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი (პაკალიდისი), ტაძარში წირვაზე მრევლის დასწრების გამო პოლიციამ 1500 ევროთი დააჯარიმა. ასევე დააჯარიმეს წირვაზე დამსწრე მრევლიც.

აღნიშნული ფაქტის შესახებ არქიმანდრიტმა ანტონმა ბერძნულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან საკვირაო წირვა დილით ჩაატარა, სადაც ტაძრის გარეთ ხალხი ესწრებოდა, ხოლო წირვის შემდგომ მრევლის გაჭივრებულ წევრებს ურიგებდა საშობაო საჩუქრებსა და ეკონომიკურ დახმარებას, რომელ დროსაც უბნის უცნობმა მოსახლემ პოლიცია გამოიძახა, რასაც ჯარიმების გამოწერა მოყვა.

ამ ფაქტმა საბერძნეთის მორწმუნე საზოგადოება აღაშფოთა, რასაც მოყვა კრიტიკული გამოხმაურება საბერძნეთის სახელმწიფოსა და პოლიციის მიმართ.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων