თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში ჩაუტარდათ ლექცია ხატწერის ისტორიაში.
საგნის პედაგოგმა – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ნანა ბურჭულაძემ – სტუდენტებს ახლად გახსნილი ექსპოზიცია დაათვალიერებინა. ესაუბრა შუა საუკუნეების ქართული ხატწერის შედევრებზე, მათ ისტორიასა და მხატვრულ ღირსებებზე. ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლების ცოცხლად ნახვამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებზე.