საერთაშორისო მართლმადიდებლური კონფერენცია
ათენის კაპოდისტრიასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ კორპუსში საერთაშორისო თეოლოგიური კონფერენცია “მართლმადიდებლური თეოლოგია 21-ე საუკუნეში” იმართება. კონფერენცია 24 ნოემბერს გაიხსნა და 28 ნოემბერს დასრულდება. მასში მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი, საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმთავრები და ცნობილი თეოლოგები იღებენ.
კონფერენციის პირველ დღეს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ წაიკითხა მოხსენება “მართლმადიდებელი ეკლესიისა და თეოლოგიის მისია და საქმიანობა 21-ე საუკუნეში”, 25 ნოემბერს მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა წაიკითხა მოხსენება თემაზე – “თეოლოგია და სინოდალურობა. საღვთისმეტყველო სასწავლებელთა და ადგილობრივ სინოდთა თანამშრომლობის წინაპირობები და სამოქმედო სივრცეები დღევანდელ მართლმადიდებელ ეკლესიაში”, ხოლო მიტროპოლიტმა გრიგოლ პაპათომასმა -“ბირთვული თეოლოგიის დებულება; თეოლოგიურ სასწავლებლებში სწავლების ხელახალი ფორმირების აუცილებლობა”.
დღეს, 27 ნოემბერს, მოხსენებას წაიკითხავს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და შამბეზის მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლური ცენტრის მართლმადიდებლური თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლასიოს ფიდასი, თემაზე -“ეკლესიის ავტოკეფალიის ინსტიტუცია კანონიკურ აკრიბიასა და საეკლესიო პრაქტიკას შორის”.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.