დღეს, 2024 წლის 31 ოქტომბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორმა, მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) საზეიმო ვითარებაში გადასცა ოქროს მედლები და მადლობის სიგელები გიმნაზიის ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ქ-ნ ინეზა კელენჯერიძეს, ქ-ნ ნელი შარიქაძეს და ქ-ნ ნათელა კამკამიძეს მასზედ, რომ მათ მრავალი წლის განმავლობაში თაობების სამაგალითო აღზრდაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa