2006 წლის 30 ოქტომბერს აღდგა ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიის ისტორია, რომელიც შეწყვეტილი იყო 1917 წლის რთული ისტორიული პროცესების გამო.
ამ დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 30 ოქტომბერს სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელზეც მოწაფეებმა წარმოადგინეს მხატვრული შემოქმედების ნიმუშები, აგრეთვე, გიმნაზიის პედაგოგებს მიულოცეს საიუბილეო თარიღები.