2024 წლის 18 ოქტომბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ღირსი წმინდა მამის გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, უბისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში საზეიმო წირვა ჩაატარა, წირვის დასასრულს შესრულდა ლიტანიობა ტაძრის გარშემო, ბოლოს კი ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა ტაძარში შეკრებილ მრევლს.
მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa