06/04/2019 06/04/2019 5 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე ( გამრეკელი). ვიზიტის მიზანი იყო (აბიტურიენტებისათვის) თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სასულიერო აკადემიისა და...
06 Απριλίου, 2019 - 12:00
Τελευταία ενημέρωση: 06/04/2019 - 12:03

საინფორმაციო შეხვედრა წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

Διαδώστε:
საინფორმაციო შეხვედრა წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

5 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე ( გამრეკელი). ვიზიტის მიზანი იყო (აბიტურიენტებისათვის) თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას გააცნეს სასწავლო პროგრამები, სასწავლო პროცესი, მიაწოდეს ინფორმაცია სასწავლებელში მოღვაწე პროფესორების, კათედრების, სამეცნიერო გამოცემებისა და კონფერენციების, უცხოეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

აღნიშნულმა პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. დასკვნითი სიტყვით აუდიტორიას თავად სკოლის დირექტორმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა, იოანემ (გამრეკელმა) მიმართა. მან სკოლის მოსწავლეები, თანამშრომლები და სასულიერო აკადემიის წარმომადგენლები დალოცა და სტუმრებს მობრძანებისა და პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

(tsas.ge)

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων