03 Νοεμβρίου, 2019

სამების ტაძრიდან გამოსულ ილია მეორეს ოვაციებით შეხვდნენ [ვიდეო]

Διαδώστε:

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი ტაძრიდან გამოსულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ოვაციებით, ტაშითა და სიტყვებით – „გვიყვარხარ“ შეხვდნენ.

ილია მეორემ სამების ტაძარში დღეს საკვირაო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ მას დღეს არ ექნება ქადაგება, არამედ ექნება შეგონება. პატრიარქმა თანადგომისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

1tv.ge

Διαδώστε: