09/09/2020 09/09/2020 📖 „ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში“ (1 იოან. 4, 16). 💥 მთელი სამყარო მხოლოდ ღვთის სიყვარულით არსებობს და ცოცხლობს. ღმერთმა სიყვარულისთვის და სიყვარულის გამო შექმნა არაფრისგან ყველაფერი. ჩვენ, ყოველივე შექმნილთან ერთად, მხოლოდ სიყვარულის კანონის დაცვით მოვახერხებთ საკუთარ შემოქმედს მივეახლოთ, მის...
09 Σεπτεμβρίου, 2020 - 18:11
Τελευταία ενημέρωση: 09/09/2020 - 18:13

სამყაროში სიყვარული სიყვარულით ვრცელდება

Διαδώστε:
სამყაროში სიყვარული სიყვარულით ვრცელდება

📖 „ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში“ (1 იოან. 4, 16).
💥 მთელი სამყარო მხოლოდ ღვთის სიყვარულით არსებობს და ცოცხლობს. ღმერთმა სიყვარულისთვის და სიყვარულის გამო შექმნა არაფრისგან ყველაფერი. ჩვენ, ყოველივე შექმნილთან ერთად, მხოლოდ სიყვარულის კანონის დაცვით მოვახერხებთ საკუთარ შემოქმედს მივეახლოთ, მის წიაღში ვპოვოთ ცხოვრების აზრი; მხოლოდ სიყვარულის ძალით შევძლებთ ღმერთში მყოფობას და მიწვდომას იმ მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ვიშვით.
💥 კაცთა მოდგმისთვის ზეციური სიყვარული რომ დაემოწმებინა და ამ სიყვარულის მონაწილენი გავეხადეთ, თავად შემოქმედი ღმერთი მოვიდა ქვეყნად, განხორციელდა და გვიბოძა საკუთარი თავი, უხრწნელობა და სიწმინდე თავისი ამქვეყნიური ცხოვრებისა, სახე თავისი ღვთაებრივი სიყვარულისა.
👉 სწორედ ამ მარადიული სიყვარულის დედამიწაზე გაცხადების მახარებელნი და მქადაგებელნი გახდნენ მოციქულები. ამის შესახებ ამოწმებდნენ ისინი სულიწმინდის მადლით, რომელმაც მისცათ ძალმოსილება, არა მხოლოდ მიეტანათ ეს სასიხარულო უწყება მსმენელამდე, არამედ ჭეშმარიტად და საიდუმლოდ განეახლებინათ ადამიანის სული და, ამასთან, უკიდურესობამდე განეცადათ ტანჯვა კაცთა მოდგმის სულიერი შობისა.
💥 სამყაროში სიყვარული სიყვარულით ვრცელდება. თავად ქრისტე, ერთარსი და მხოლოდშობილი, მამის მიერ სათნოყოფილი ძე, სიყვარულით მყოფობს სრულ ერთობაში თავის მამასთან. ქრისტეს მოწაფეები, მოციქულები, მბაძველნი ჩვენი მაცხოვნებლის სიყვარულისა, თავის მხრივ, აღძრავდნენ ამ სიყვარულის ბაძვის სურვილს თავიანთ მოწაფეებში. სწორედ ამის შესახებ ამბობს პავლე მოციქული: „მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს“ (1 კორ. 11, 1).
👉 ასე ვრცელდებოდა სამყაროში საიდუმლო ჯაჭვი სიყვარულის გადაცემისა, აღმავალი თავად ქრისტესკენ და მისი შუამავლობით – მამა ღმერთისკენ. ყველა, ვისაც სურს უფალს მიუახლოვდეს, უცილობლად უნდა ჩაერთოს სიყვარულის ამ ერთობაში.
💥 განცდა საკუთარი უმოქმედობისა და ცოდნა ჩვენში სიყვარულის უკმარისობისა, იწვევს შიშს, რომ ეს ჯაჭვი შეიძლება გაწყდეს, მაგრამ სიყვარული მხოლოდ ადამიანებში შეიძლება განელდეს და არა ღმერთში.
💥 ღვთის სიყვარული ყოველთვის მზადაა, სულიწმინდის ძალითა და მადლით განკურნოს ადამიანის უძლურება და აღავსოს მისი ნაკლულოვანება. მთავარია, ჩვენში იპოვოს მზაობა და სურვილი ღვთის უხრწნელი სიყვარულის სიყვარულითვე პასუხისა, რადგან, როგორც მოციქული იტყვის: „ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა“ (1 იოან. 4, 19).
✍️ მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა


— facebook.com/sap.uwyebaNews

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων