31 Οκτωβρίου, 2020

საპატრიარქოს გადაწყვეტილება: სად გააკეთებს პატრიარქი საკუთარ არჩევანს

Διαδώστε:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს, იუწყება ქართული მასმედია.

როგორც საქართველოს საპატრიარქოში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

 

— sputnik-georgia.com

Διαδώστε: