საპატრიარქო – მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა, მნახველებისთვის ჩიჩხიტურის მონასტერი გაიხსნა
![საპატრიარქო – მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა, მნახველებისთვის ჩიჩხიტურის მონასტერი გაიხსნა](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2019/05/გარეჯი1.jpg)
მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა, – ამისი შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა. ღვთის წყალობით, ამ დროისთვის გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერიც და მნახველებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ქართული კულტურის ამ შესანიშნავი ძეგლის მოლოცვა. იმედს ვიტოვებთ, დემარკაციის პროცესი მშვიდობიანად წარიმართება და აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
— IPN
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.