16 Μαΐου, 2024

საპატრიარქო – 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მცხეთაში გაიმართება მსვლელობა, შემდეგ კი სვეტიცხოვლის ტაძარში სამღვდელოება გადაიხდის სავედრებელ პარაკლისს

Διαδώστε:

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქალაქ მცხეთაში გაიმართება მსვლელობა
დღის 12 საათზე, თეატრონის ტერიტორიაზე მცხეთის მუნიციპალიტეტიდან შეკრებილი მოსახლეობა გამართავს მსვლელობას სვეტიცხოვლის ტაძრისკენ და 13:00 საათზე სამღვდელოება გადაიხდის სავედრებელ პარაკლისს.

1tv.ge

Διαδώστε: