12/12/2020 12/12/2020 ბევრი მეკითხება, რა უნდა გავაკეთოთ წმიდა ტაძრების დახურვასთან დაკავშირებით შობის, ახალი წლისა და ნათლისღების დიდი დღესასწაულების დროს?! მინდა მოვიტანო სამი ფაქტი: პირველ რიგში, პანდემიასთან დაკავშირებით მართლაც დიდი პრობლემაა, რომელმაც უმოქმედოდ არ უნდა დაგვტოვოს, გულგრილი არ უნდა ვიყოთ, როდესაც ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. მეორეც, დღესასწაულები, რომლებსაც ჩვენ ველოდებით, გლობალურია. ისინი სიცოცხლეს აზრს აძლევენ და ძირითადად წმიდა ტაძრებში...
12 Δεκεμβρίου, 2020 - 16:15
Τελευταία ενημέρωση: 12/12/2020 - 16:16

“სასურველია, ყველა ტაძარი ამ დღეებში იყოს გახსნილი მრევლისთვის” – მიტროპოლიტი იეროთეოსი

Διαδώστε:
“სასურველია, ყველა ტაძარი ამ დღეებში იყოს გახსნილი მრევლისთვის” – მიტროპოლიტი იეროთეოსი

ბევრი მეკითხება, რა უნდა გავაკეთოთ წმიდა ტაძრების დახურვასთან დაკავშირებით შობის, ახალი წლისა და ნათლისღების დიდი დღესასწაულების დროს?!

მინდა მოვიტანო სამი ფაქტი:

პირველ რიგში, პანდემიასთან დაკავშირებით მართლაც დიდი პრობლემაა, რომელმაც უმოქმედოდ არ უნდა დაგვტოვოს, გულგრილი არ უნდა ვიყოთ, როდესაც ადამიანები ყოველდღე იღუპებიან.

მეორეც, დღესასწაულები, რომლებსაც ჩვენ ველოდებით, გლობალურია. ისინი სიცოცხლეს აზრს აძლევენ და ძირითადად წმიდა ტაძრებში საღმრთო ლიტურგიით აღინიშნება. ვერ ვგრძნობ შობას განათებულ ქუჩებში, მოედნებზე, ხეებზე, როდესაც ადამიანი სულიერად მკვდარია, ქრისტეს გარეშე, რადგან ეს ფარისევლობაა.

მესამე, ეკლესიაში ჩვენ გვაქვს სინოდური ორგანო, რომელზეც ყველა საკითხს წყვეტენ, ყველა ფაქტის შესწავლისს შემდეგ. ვამჩნევ, რომ მხოლოდ საბერძნეთში ყველა სასულიერო პირი აკეთებს მას, რაც სურს და ამბობს მას, რაც უნდა. ამრიგად, ვსასოებ, რომ წმიდა სინოდი მთავარეპისკოპოსის თავმჯდომარეობით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ყველა ფაქტის გათვალისწინების შემდეგ.

მივიჩნევ, რომ სასურველია, ყველა ტაძარი ამ დღეებში იყოს გახსნილი მრევლისთვის, სანამ დაცულია ყველა დადგენილი სანიტარული ზომები.

ნავპაკტოსის მიტროპოლიტი იროთეოსი (ვლახოსი)

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων