17/07/2020 17/07/2020 პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიოს განცხადებით, კათოლიკოს – პატრიარქის, ილია მეორის წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიის მოვლენისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა. ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცვა აღავლინა. მეუფე შიომ მრევლს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა გადასცა. “თანამედროვე საქართველოს ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი...
17 Ιουλίου, 2020 - 19:51
Τελευταία ενημέρωση: 17/07/2020 - 19:52

“საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიის მოვლენისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა”

Διαδώστε:
“საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიის მოვლენისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა”

პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიოს განცხადებით, კათოლიკოს – პატრიარქის, ილია მეორის წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიის მოვლენისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა. ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცვა აღავლინა. მეუფე შიომ მრევლს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა გადასცა.

“თანამედროვე საქართველოს ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გახლავთ. მისი სამოციქულო მოღვაწეობა ჩანს ყოველ წელს და დღეს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია, თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი და დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა”,- განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ მოციქულების პეტრესა და პავლეს ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ქრისტიანი ქრისტიანულ დამოკიდებულებას უნდა ავლენდეს და მხოლოდ მატერიალურ მოხვეჭაზე არ უნდა ფიქრობდეს.

“ვალდებულები ვართ, სამოციქულო ღვაწლი აღვასრულოთ. ყოველი ქრისტიანი უნდა ავლენდეს ახლებურ ქრისტიანულ დამოკიდებულებას ღმერთისადმი, ადამიანებისადმი. არ უნდა ავლენდეს მხოლოდ მიწიერ მიდრეკილებებს, მატერიალური მოხვეჭისკენ ლტოლვას და მხოლოდ მიწიურ პრაგმატიზმს, ეს არაა ქრისტიანული. არამედ უნდა ავლენდეს ქრისტიანულ თვისებებს, რომელთა შორისაც უპირატესი თავგანწირული სიყვარულია. თუ ჩვენ გვაქვს ასეთი სიყვარული, როგორც დიდ მოციქულებს ჰქონდათ, მაშინ შევძლებთ ეს გამოვავლინოთ, მაგრამ თუ გულში არ გვაქვს, მაშინ ვერც გამოვავლენთ ამას ვერასდროს და ჩვენი საქმიანაობა იქნება ისეთი, როგორც ამბობს უფალი: ვაი თქვენ, ფარისეველნო, ორგულნო”,- განაცხადა მეუფე შიომ.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων