02 Οκτωβρίου, 2020

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა ქ. თბილისის, ანჩისხატის ტაძრის (სამხრეთი ფასადი)ქვის კონსერვაციის სამუშაოების პირველი ეტაპი

Διαδώστε:
რომლის ფარგლებშიც კედელზე ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაოები.ტაძარს არაერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია,რის შედეგადაც აქ გვხვდება როგორც ძველი და ახალი ქვის წყობა,ასევე აგურიც. ამასთან ერთად წინა სამუშაოების პერიოდში მრავლად გამოყენებულია ცემენტი, რაც ამძიმებს ქვის და აგურის მდგომარეობას.დაზიანებებს შორის გვხვდება ქვის გაფხვიერება, განშრევება, ბზარები, დანაკარგები, ფრაგმენტაცია, ბიოლოგიური ნადები და სხვა. ასევე გაფხვიერებული და შესუსტებულია კირის ძველი ფენა.
√ სამუშაოების საწყის ეტაპზე ,ბიოლოგიური ნადების საწინააღმდეგოდ, სამხრეთ კედელი დამუშავდა ბენზალკონიუმქლორიდის 4% ხსნარით.
√ გაფხვიერების და განშრევების შესაჩერებლად ძველ ქვას ჩაუტარდა კონსოლიდაციის პირველი ეტაპი ეთილსილიკატით.
√ წინა საუკუნეში ანჩისხატის ტაძარზე არაერთხელ ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები,რა დროსაც მრავლად გამოიყენებოდა ცემენტი. ასევე აგურებსა და ქვას შორის აღინიშნება ფუნქციადაკარგული და შესუსტებული კირის ძველი შევსებები. აღნიშნული ხსნარები მოიხსნა მექანკურად.
√ სამხრეთ ნავის აგურის კარნიზის თითქმის მთელ სიგრძეზე შემორჩენილია ცისფერი დაფერვის კვალი, რომელიც კირის გრუნტზეა გადასმული. ამ მონაკვეთის, როგორც დუღაბი ასევე ფერის ფენაც ძალიან გაფხვიერებულია და დაზიანებული, ასევე მრავლად შეინიშნება დანაკარგებიც. გამაგრდა დაფერვის ყველაზე შემორჩენილი და აღქმადი მონაკვეთი,ხოლო დანარჩენი შეივსო კირისხსნარით.
√ ცემენტის და ძველი ხსნარის მოხსნის შემდეგ იგივე ადგილები შეივსო კირის ხსნარით პროპორციით 3,25/1.
√ შევსების შემდეგ დასრულებული კედლის ზედაპირი ჩამოიწმინდა ბიოლოგიური ნადებისა და კირის ნარჩენებისგან.
პროექტს ხელმძღვნელობდა პროფ.ნანა კუპრაშვილი ,კონსულტანტი-ალექსანდრე რუბაშვილი, სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი- ელენე თორღვაიძე,სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ რესტავრატორები: მარიამ გოცირიძე,ნელი გაჩეჩილაძე, თათია წულაძე,მარიამ ამაშუკელი,მარიამ თედორაძე.

Διαδώστε: