17 Ιανουαρίου, 2021

საქართველოს პატრიარქის სამძიმარი ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის გარდაცვალების გამო

Διαδώστε:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმრის ოფიციალური წერილი გაუგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს, სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო.

თქვენო უწმიდესობავ!

მწუხარებით მივიღეთ ამბავი სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების შესახებ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო დასსა და სამწყსოს და განსვენებული მღვდელმთავრის სულიერ შვილებს. მისი გარდაცვალება უდავოდ დიდი დანაკარგია ღვთის ეკლესიისთვის, რომელსაც მან მრავალი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი მსახურება მიუძღვნა.

აღვავლენთ ლოცვებს ახლადშესვენებულ მიტროპოლიტ ფილარეტის სულისათვის. უფალმა განუსვენოს მას მართალთა სავანეში.

ქრისტესმიერი სიყვარულით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

+ილია II

თბილისი, 2021

რუსული ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”

—  wenews.ge

Διαδώστε: