30/03/2019 30/03/2019 ა.წ. 29 მარტს საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი, მღვდელმთავრები, ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ანთოლოგია ,,ქართული გალობა” მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას. აღნიშნული გამოცემა...
30 Μαρτίου, 2019 - 17:08

საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაცია ჩატარდა

Διαδώστε:
საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაცია ჩატარდა

ა.წ. 29 მარტს საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი, მღვდელმთავრები, ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ანთოლოგია ,,ქართული გალობა” მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას.

აღნიშნული გამოცემა უდიდესი მნიშვნელობისაა და ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლისთავს.

მრავალტომეული მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ფონდი ,,ქართული გალობის”, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის (ხელმძღვანელი: გიორგი დონაძე), ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით სვიმონ ჯანგულაშვილმა და ლევან ვეშაპიძემ მოამზადეს.

http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5-11/

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων