27/12/2019 27/12/2019   ა.წ. 26 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირების, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორული შესაძლებლობები“. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მზარდ სტატისტიკაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და ამ პრობლემის დასაძლევ ღონისძიებებში ეკლესიის აქტიური ჩართვის აუცილებლობაზე. დაისახა გეგმები სუიციდის...
27 Δεκεμβρίου, 2019 - 14:54

საქართველოს საპატრიარქოში სუიციდთან ბრძოლის შესახებ შეხვედრა ჩატარდა

Διαδώστε:
საქართველოს საპატრიარქოში სუიციდთან ბრძოლის შესახებ შეხვედრა ჩატარდა

 

ა.წ. 26 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირების, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორული შესაძლებლობები“.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მზარდ სტატისტიკაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და ამ პრობლემის დასაძლევ ღონისძიებებში ეკლესიის აქტიური ჩართვის აუცილებლობაზე. დაისახა გეგმები სუიციდის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლისთვის ეკლესიის, სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების ურთიერთთანამშრომლობით.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων