23 Σεπτεμβρίου, 2020

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ ერთობლივ პროექტს განხორციელებენ

Διαδώστε:
2020 წლის 19 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ყოველწლიური პროექტის „წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2020“ მე-12 გამოშვების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი), დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, დეკანოზი ლევან ალადაშვილი, დეკანოზი გიორგი კალანდია, მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი, მღვდელი სოფრონ მეგრელიშვილი, მღვდელი პავლე შავიძე, სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორები, პროექტის გამარჯვებულები, მონაწილები და სხვა სტუმრები.
ღონისძიებას უძღვებოდნენ „დავითიანნის“ პრეზიდენტი კოტე სვანაძე და „დავითიანნის“ არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ცხომელიძე.
პროექტში ყოველწლიურად 40 სკოლის 200-მდე X კლასის მოსწავლეა ჩართული. წელს „დავითიანნის“ არაფორმალური განათლების ცენტრში პროექტის მონაწილეები დაესწრნენ სხვადასხვა ტრენინგსა და ლექცია-სემინარას, რომელთა თემატიკა მოიცავდა ფსიქოლოგიას, ძველ და ახალ აღთქმას, მსოფლიო რელიგიების ისტორიას. ასევე ჰქონდათ საინტერესო ექსკურსია-სემინარები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან.
მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე გაჟღერდა ახალი ინიციატივა ახლო მომავალში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და „დავითიანნის“ ერთობლივი პროექტის განხორციელების შესახებ.

Διαδώστε: