18 Οκτωβρίου, 2020

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (19.10.2020)

Διαδώστε:

ორშაბათს, 19 ოქტომბერს, თომა მოციქულის ხსენების დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში წირვას ჩაატარებენ მღვდელმთავრები და გამობრძანებული იქნება წმ.თომა მოციქულის თავის ქალის ის ნაწილი, რომელიც სიონის ეკლესიაშია დაცული.

მთელი დღის განმავლობაში (22.00. სთ.მდე) მრევლს შესაძლებლობა ექნება მიემთხვიოს ამ სიწმინდეს.

წმ.თომა მოციქულის ლოცვითა და მეოხებით, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.


patriarchate.ge

Διαδώστε: