08/02/2020 08/02/2020 „დავითობას” – წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს „დავითობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, მათ შორის ქუთაისში, გელათის სამონასტრო კომპლექსში, სადაც დავით აღმაშენებლის ნეშტია დაკრძალული. წირვის შემდეგ მრევლი დავით აღმაშენებლის განსასვენებელს პატივს მიაგებს. დავით IV აღმაშენებელი დავით აღმაშენებელი მისმა სულიერმა მოძღვარმა არსენ იყალთოელმა აღზარდა. ის...
08 Φεβρουαρίου, 2020 - 18:08
Τελευταία ενημέρωση: 08/02/2020 - 18:10

საქართველოში „დავითობას” აღნიშნავენ – წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს

Διαδώστε:
საქართველოში „დავითობას” აღნიშნავენ – წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს

„დავითობას” – წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს

„დავითობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, მათ შორის ქუთაისში, გელათის სამონასტრო კომპლექსში, სადაც დავით აღმაშენებლის ნეშტია დაკრძალული.

წირვის შემდეგ მრევლი დავით აღმაშენებლის განსასვენებელს პატივს მიაგებს.

დავით IV აღმაშენებელი

დავით აღმაშენებელი მისმა სულიერმა მოძღვარმა არსენ იყალთოელმა აღზარდა. ის 1089 წელს 16 წლის ასაკში გამეფდა და ქვეყანას 36 წლის განმავლობაში მართავდა.

მეფე დავით IV-ს აღმაშენებელი ხალხმა მისი დიდი შრომისა და ღვაწლის გამო უწოდა, რომელიც მან საქართველოს გამთლიანებასა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებაში შეიტანა. მისი მმართველობის დროს მოხდა სახელმწიფოს მართვის სტრუქტურების რეორგანიზაცია, შეიქმნა რეგულარული ჯარი, ქვეყანა დამოუკიდებელი და ძლიერი გახდა.

დავით აღმაშენებელი ქვეყანაში განათლების დამკვიდრებას, მეცნიერების განვითარებას უწყობდა ხელს. მან დააფუძნა გელათისა და იყალთოს აკადემიები. მისი მეფობის ხანაში აშენდა ათეულობით ტაძარი და მონასტერი, დაარსდა ბევრი ახალი ქალაქი, ძველი კი გაფართოვდა.

საქართველოს უდიდესი მეფე 53 წლის ასაკში, 1125 წლის 24 იანვარს (ძველი სტილით) გარდაიცვალა. ის გელათის მონასტერშია დაკრძალული. მისი ანდერძით, მისი ნეშტი გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიის შესასვლელშივე ფილის ქვეშ განისვენებს.

XIII საუკუნის ბოლოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

საქართველოში დავით მეფის სახელობის უამრავი ეკლესიაა, მის სახელს ატარებენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, გამზირები, მოედნები და ქუჩები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უმაღლეს ჯილდოს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მედალი წარმოადგენს.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ-გამოკითხვის – The Top Tens-ის ვერსიით, დავით აღმაშენებელმა ყველა დროის საუკეთესო სამხედრო გენერლების ათეულში პირველი ადგილი დაიკავა.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων