13 Ιανουαρίου, 2021

“საქართველოში რამდენიმე მაღალიერარქს COVID-19-ის ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს” – გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი

Διαδώστε:

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირსა და მაღალჩინოსანს.

“მე როგორც ვიცი, თბილისში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს. ასეთი ადამიანები არჩევანს არ აჩერებენ ჩინურ ვაქცინაზე ან იგივე, რუსულ “სპუტნიკზე”, ისინი იკეთებენ საუკეთესოს მათგან, რაც მსოფლიოში დღესდღეობით არსებობს”, – აცხადებს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.

 

წყარო: MTAVARI.TV

wenews.ge

Διαδώστε: