05 Νοεμβρίου, 2020

სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

Διαδώστε:

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს ირინოესს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 90 წლის პატრიარქი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მას ჯერჯერობით, ვირუსის სიმპტომები არ აქვს.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ პატრიარქი მონტენეგროს ეკლესიის მეთაურის პანაშვიდს დაესწრო, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა. პანაშვიდის დროს ეკლესიაში ბევრ ადამიანს პირბადე არ ეკეთა და არც დისტანციას იცავდნენ. ზოგიერთი მათგანი კი გარდაცვლილ ეპისკოპოსს კოცნიდა. პანაშვიდს ესწრებოდნენ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და სხვა მაღალჩინოსნები.

 

 

ipn.ge

Διαδώστε: