24/01/2020 24/01/2020 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2019 წლის აპრილი-ოქტომბრის თვეებში განხორციელდა კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო,დანგრეული იყო კამარა, კონქი კედლების დიდი ნაწილი. სახურავი იყო ჩამოშლილი. კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები შესრულდა არქეოლოგის ზედამხედველობის...
24 Ιανουαρίου, 2020 - 17:32

სოფელ ხოვლეს, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

Διαδώστε:
სოფელ ხოვლეს, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2019 წლის აპრილი-ოქტომბრის თვეებში განხორციელდა კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო,დანგრეული იყო კამარა, კონქი კედლების დიდი ნაწილი. სახურავი იყო ჩამოშლილი. კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები შესრულდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. შესრულებული სამუშაოების შედეგად : √ ფასადზე და ინტერიერში ამოშენდა კედლები ახალი ქვით კირ-დუღაბზე. √ აღდგა ცენტრალური პილასტრი და კაპიტელი ნიჩბისის შერჩეული ქვით კირ-დუღაბზე. √ ინტერიერში და ფასადზე აღდგა კარ-სარკმლის თაღები ნიჩბისის ქვით კირ-დუღაბზე. ხის მასალით დამზადდა და დამონტაჟდა კარ-სარკმელი. √ ამბიონის ასასვლელი და იატაკი მოეწყო ნიჩბისის და ადგილობრივი კლდის ქვით კირ-დუღაბზე. √ ეკლესია გადაიხურა კრამიტის სახურავით კირის ხსნარზე, დამზადდა და დამონტაჟდა ჯვარი. √ შესასვლელში მოეწყო საფეხურები ნიჩბისის ქვით ,ეკლესიის გარშემო კი – სარინელი. √ ტაძრის გარეთ დასავლეთით და ჩრდილოეთით მოეწყო საყრდენი კედელი შერჩეული რიყის ქვით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა : შპს „ზანე“

 

heritagesites.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων