05 Φεβρουαρίου, 2020

სოფ.დიდგორის წმ.გიორგის სახ.ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია

Διαδώστε:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 2019 წლის მაისი-აგვისტოს თვეებში განხორციელდა ქ. თბილისის, სოფელ დიდგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯოიანის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესიას ჰქონდა მცირე დაზიანება გამოფიტული იყო საპირე წყობა. დაზიანებული იყო სახურავი , ადგილებში აყრილი იყო კრამიტი. შესრულებული სამუშაოების შედეგად : √ სახურავის ფერდობები შეივსო პემზა-კირბეტონის დამატებით. მოეწყო ღარიანი კრამიტით კირდუღაბით. √ დაზიანებული კედლების ნაკერები ამოივსო კირდუღაბით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა :შპს „ ანდამატი“

 

Διαδώστε: