11/01/2020 12/01/2020 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.კარსანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტი. სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად: √ მიწის სამუშაოების მხრივ, საძირკვლის გაძლიერების მიზნით, ჭადრაკული წესით მოეწყო რკინა-ბეტონის საძირკველი. √ კირის ხსნარზე ქართული მეორადი აგურით გადაეწყო და განახლდა ეკლესიის ოთხივე ფასადის დაზიანებული და დაძრული სტრუქტურული...
11 Ιανουαρίου, 2020 - 17:23
Τελευταία ενημέρωση: 12/01/2020 - 11:07

სოფ.კარსანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

Διαδώστε:
სოფ.კარსანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.კარსანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტი. სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად: √ მიწის სამუშაოების მხრივ, საძირკვლის გაძლიერების მიზნით, ჭადრაკული წესით მოეწყო რკინა-ბეტონის საძირკველი. √ კირის ხსნარზე ქართული მეორადი აგურით გადაეწყო და განახლდა ეკლესიის ოთხივე ფასადის დაზიანებული და დაძრული სტრუქტურული წყობა. √ ტაძრის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდა ე.წ. „ცოკოლი“-ს საფეხური √ ინტერიერში კირის ხსნარზე აღდგა საპირე წყობა ავთენტური ტიპის აგურით √ აღდგა ეკლესიის კამარა და კონქი. √ ლორფინის იმიტაციის მქონე ფერადი თუნუქით მოეწყო სახურავი √ ტაძრის დარბაზში იატაკი მოეწყო დახერხილი ქვით ტრადიციული ქართული წყობით √ დამზადდა და დამონტაჟდა კარ-ფანჯრები ლითონის აქსესუარებით √ ტაძრის მთელ პერიმეტრზე მოეწყო სარინელი სოფ.კარსანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს. “საქართველოს სამშენებლო ჯგუფი-XXI“ -ის მიერ განხორციელდა.

 

— heritagesites.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων